Monday, July 14, 2014

მე-9 დღის რეფლექსია

    ტრენინგის ბოლო დღე ვთვლი რომ იყო  ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ დღეს  საბოლოო ფორმა მივეცით ჩვენს პროექტს და გამოვაქვეყნეთ ბლოგერზე.
      ზოგადად ტრენინგით ვარ ძალიან კმაყოფილი . ვთვლი,  რომ აქ მიღებული ცოდნა გამომადგება უახლოეს მომავალში ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებს და ჩვენს ტრენერს.

Sunday, July 13, 2014

მე-8 დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ  პროექტის გეგმის სრულყოფისათვის. ტრენერთან ერთად მოვახდინეთ მოსწავლის პრეზენტაციის განხილვა . პრეზენტაციის მიხედვით ავაგეთ მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი.

Saturday, July 12, 2014

მე-7 დღის რეფლექსია

   ტრენინგ დგის დასაწყისში შევამოწმეთ ჩვენი პორთფოლიოს ჩექლისტი, რის შევსებამაც დაგვანახა  რა გვაქვს გაკეთებული დღემდე და რა დაგვჩა გასაკეთებელი ტრენინგის ბოლომდე.
   
     კონკრეტულად დგევანდელ დღეს შევავსეთ პროექტის გეგმის სასწავლო პროცედურები სადაც მოვახდინეთ სასწავლო ციკლის ზუსტი აღწერა- მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მაშტაბები და თანმიმდევრობა, მოსწავლეთა ჩართულობის აღწერა სწავლის პროცესის დაგეგმვაში.

Sunday, July 6, 2014

მე-5 დგის რეფლექსია

      დგევანდელ დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, რაც მნიშვნელოვანია სწავლა_სწავლების შესაფასებლად. ვნახეთ და შევარჩიეთ მრავალფეროვანი რუბრიკებიდან  ჩვენი პროექტისათვის შესაფერისი შეფასების რუბრიკები. მინდა ავღნიშნო, რომ დგევანდელი დღეც იყო საკმაოდ პროდუქტიული, რადგან შევეხეთ როგორც ნაცნობ ასევე ბევრ უცხო და სასარგებლო ინფორმაციას

Saturday, July 5, 2014

მე-4 დღის რეფლექსია

        დგევანდელ დღეს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების  ფორმულირება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. დავახარისხეთ მოცემული კითხვები ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებად. პროგრამაში მოცემული ნიმუში დაგვეხმარა სწორად ჩამოგვეყალიბებინა  საკვანძო კითხვების ფორმულირებაში.  ტრენერის რჩევებიც მომაკვდინებლად საჭირო და აუცილებელი იყო ჩემთვის კარგად ჩავწვდომოდი და კორექტირება გამეკეთებინა ჩემს ნააზრევზე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას .

მე-3 დღის რეფლექსია

                                                     

         ამ დგეს გავეცანით  პროექტების იდეებს. დასახელდა ბევრი საინტერესო პროექტის გეგმა. მოვუსმინეთ და გავიზიარეთ ტრენერის რჩევები. რაზედაც ვთვლი , რომ ძალიან მომეხმარა საბოლოოდ შევჯერებულიყავი ერთ კონკრეტულ თემაზე.